ვინ ვართ ჩვენ

D.L.B. GEORGIA არის დამოუკიდებელი იურიდიული კომპანია, რომელიც დაფუძნებულია 2018 წელს გუნდის მიერ რომელსაც აქვთ 11 წლიანი წარმატებული იურიდიული პრაქტიკა და ბიზნეს გამოცდილება.

ჩვენ მჭირდოდ ვთანამშრომლობთ როგორც ჩვენს ინდივიდუალურ კლიენტებთან, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნეს აქტორებთან რომელთაც ესაჭიროებათ ნებისმიერი სახის იურიდიული ან ბიზნეს მომსახურება.

ჩვენი მისია

ჩვენი კომპანია მოწოდებულია უზრუნველყოს უმაღლესი ხარისხის იურიდიული და ბიზნეს-მომსახურება, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში სამართლებრივი კულტურის განვითარებას. 

ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები

პრაქტიკულობა: ჩვენ ვეძებთ ყოველი კონკრეტული სამართლებრივი თუ ბიზნეს გამოწვევიდან გამომდინარე საუკეთესო გამოსავალს სასურველი შედეგის მისაღწევად.

პარტნიორობა: წარმატებული თანამშრომლობის განვითარება არის ჩვენი კომპანიის საქმიანობის ქვაკუთხედი. ჩვენი თანამშრომლობა ჩვენს ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან ეფუძნება ურთიერთნდობას და პატივისცემას.

მოქნილობა: ჩვენ საქმიანობა მორგებულია თითოეული მოქალაქის და ბიზნეს კომპანიის ინტერესებსა და საჭიროებებს, რათა მივიღოთ ნებისმიერი გამოწვევა თქვენი სამართლევრივი თუ ბიზნეს საკითხების მოსაგვარებლად.

საქმისადმი ერთგულება: ჩვენი კომპანიის მამოძრავებელი მოტივაციაა ვემსახუროთ ჩვენს ადგილობრივ თუ საერთაშოისო პარტნიორებს უმაღლესი შესაძლო ხარისხით და გავაძლიეროთ ჩვენი ორგანიზაციის მისია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

პატიოსნება: ჩვენი თანამშრომლობა ჩვენს ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან არის გამჭვირვალე და დაფუძნებულია ჩვენი პარტნიორების წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაზე.

ჩვენი საქმიანობის ამოსავალი წერტილი

D.L.B. GEORGIA-ს საქმიანობის ამოსავალი წერტილი ჩვენი მისიის პრინციპების განუხრელი დაცვა, აქედან გამომდინარე ჩვენი თანამშრომლობა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან ეფუძნება პატიოსნებას, სამართლიან ფასებს, დროის მინიმალურ ინვესტიციას მაქსიმალური შედეგის მიღწევით. ამით ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენი კომპანიის მისიას და მხარს ვუჭერთ სამართლებრივი კულტურის განვითარებას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.