Project Description

ადმინისტრაციული სამართალი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სამართალი

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA  გაგიწევთ საადვოკატო და წარმომადგენლობით მომსახურებას საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა  კოდექსიდან გამომდინარე საკითხებზე,  კერძოდ: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში არსებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებზე, სახელმწიფო საკუთრების ხელმყოფ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებზე, გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და აღზრდის სფეროში წარმოშობილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევიდან წარმოშობილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, მოქალაქეთა საბინაო უფლებების, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის დარგში წარმოშობილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფ ადმინსტრაციულ სამართალდარღვევებზე, საპატრულო ჯარიმებიდან წარმოშობილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.

წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ და სახელმწიფო ორგანოებში

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA  გაგიწევთ წარმომადგენლობას სახელმწიფო დაწესებულებებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში დარღვეული და სადავოდ ქცეული უფლებების აღდგენის მიზნით, ასევე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებების გაფორმების პროცედურაში წარმომადგენლობით მომსახურებას, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების და სამართლებრივი ექსპერტიზის განსახორციელებლად.

 ლიცენზიები და ნებართვები:

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA ეხმარება კლიენტებს სხვადასხვა საქმიანობისათვის აუცილებელი ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში, რაც მოიცავს ლიცენზიისა თუ ნებართვის მოპოვებისათვის აუცილებელი საბუთების მომზადებას საქართველოს კანონდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ლიცენზიისა თუ ნებართვის მომზადების პროცესის მონიტორინგს, ლიცენზიის  ნებართვის გაცემაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში.

სააღსრულებო სამართალი

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA გთავაზობთ სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულების პროცესში იურიდიული მომსახურების გაწევას, წარმომადგენლობას სააღსრულებო ბიუროს შესაბამის სამსახურში, აღსრულების მიზნით დანიშნულ აუქციონებში წარმომადგენლობას, სააღსრულებო წარმოების პროცესში მხარის წარმომადგენლობას აღსრულების გადადების, შეწყვეტის ან შეჩერების საკითხებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, აღსრულებას ექვემდებარება:

ა) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა;

ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი ფიზიკური პირისათვის ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების ან/და ქონების ჩამორთმევის შესახებ;

გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინებისა და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების ნაწილში;

ე) სასამართლოს ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ;

ვ) სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ;

ზ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების ან დაპატიმრების შესახებ;

თ) მოსამართლის ბრძანება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII​8 თავით გათვალისწინებულ საკითხებზე;

ი) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის თანახმად, საქართველოსთვის სავალდებულოა;

კ) უცხო ქვეყნის სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით;

ლ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება;

მ) უცხო ქვეყნის არბიტრაჟის ან საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით;

ნ) სანოტარო აქტი;

ო) გირავნობის მოწმობა;

პ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

ჟ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;

რ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად სახელმწიფო ქონებისათვის ან/და თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ;

ს) რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის და მისი კომიტეტის გადაწყვეტილებები;

ტ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

უ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება) და აღსრულების შესახებ ბრძანება;

ფ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII​13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანება;

ქ) ლიზინგის მოწმობა.

სამეწარმეო სამართალი და ბიზნეს გარიგებები

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA“ გთავაზობთ:

სამეწარმეო სუბიექტების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების,

-სააქციო საზოგადოების, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების,

– კომანდიტური საზოგადოების,

– კოოპერატივის, ინდივიდუალური მეწარმის,

– სამეწარმეო ამხანაგობის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების) პირველად რეგისტრაციას,

-რეგისტრაციაში ცვლილებებს,

– რეორგანიზაციის პროცესის წარმოებას (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა),

– ფილიალების, მათ შორის უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალების დარეგისტრირებას,

–  საწარმოს რედომიცილება .

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA თავის კლიენტებს ასევე ეხმარება კომპანიის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შერჩევასა და კომპანიის კორპორაციულ სტრუქტურირებაში. ბიზნეს გარიგებების საწარმოებლად სამეწარმეო სუბიექტისათვის ყველაზე მისაღები კონტრაქტის დადების მიზნით, კლიენტებს უწევს იურიდიულ კონსულტაციას და აკეთებს სამართლებრივ ანალიზებს. ასევე სამეწარმეო სამართალწარმოება (წესდების შედგენა, ფირმების რეგისტრაცია და ა.შ.).

საგადასახადო სამართალი

იურუდიული კომპანია D.L.B. GEORGIA – ს მიერ საგადასახადო სამართლის კუთხით გაწეული მომსახურება მოიცავს:

– ზოგად იურიდიულ და ფინანსურ კონსულტაციებს საგადასახადო სამართლის სფეროში;

– კლიენტის სახელით საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობას;

– საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული ბრძანებების ან გადაწყვეტილების გასაჩივრებას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და სასამართლოში;

– საგადასახადო მოთხოვნებთან (გადასახადის ან/და საურავის დარიცხვა, ჯარიმის დაკისრება) დაკავშირებულ დავებზე წარმომადგენლობა და გადასახადის გადამხდელის კანონიერი ინტერესების დაცვას;

– ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოებას და წარმომადგენლობას შესაბამის ორგანოებთან;

– ზედმეტად დარიცხული/გადახდილი თანხების დაბრუნების მიზნით საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობას.